შესაძლოა, საქართველოში იაფი ყველის სეგმენტი გაქრეს - სულგუნის ფასი 25 ლარამდე გაიზარდა
ქვეყანაში არსებული რძის დეფიციტის ფონზე, ბოლო 4 თვეა ყველის ფასი იმატებს. ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა მიქაძე ამბობს, რომ გაძვირება შეეხო იაფი სეგმენტის ყველა ტიპის ყველს. მაგალითვისთვის, სულგუნის ფასი რეკორდულ, 25 ლარამდეა გაზრდილი, იმერული ყველის ფასი კი 17 ლარს შეადგენს.
საკითხზე მიქაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა და ისიც თქვა, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ რძის პრობლემა პრიორიტეტებში გადაიყვანოს, რათა იაფი ყველის სეგმენტი ქვეყანაში არ გაქრეს. მისივე განცხადებით, პრობლემის გადასაჭრელად რძე გარკვეულ სუბსიდირებას უნდა დაექვემდებაროს.
ცნობისთვის, გაძვირდა რძეც და 1 ლიტრის ფასი უკვე 5 ლარია.
წყარო