თეგებით ძიება

“ნახეთ კადრები რომელიც პარლამენტარს სიცრუეში ამხელს!” – ნოდარ მელაძე(ვიდეო)

ჟურნალისტი, ნოდარ მელაძე, დეპუტატს “ქართული ოცნებიდან”, ნინო წილოსანს პასუხობს და წერს:

“ქალბატონო ნინო, ტყუილი სირცხვილია!!!

ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომ სახლში შევუვარდით, ნახეთ კადრები რომელიც პარლამენტის წევრს სიცრუეში ამხელს!”




ცნობისთვის, პარლამენტარი, ნინო წოლოსანი წერს:

"გუ­შინს მერე რამ­დე­ნი­მე ახ­ლო­ბე­ლი და ნა­თე­სა­ვი მი­კავ­შირ­დე­ბა, თურ­მე "მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა" აქ­ტი­უ­რად ინ­ტე­რეს­დე­ბა მათი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბით და, რაც მთა­ვა­რია, ამ ინ­ტე­რე­სის ძი­რი­თა­დი ხაზი მათი ჩემ­თან ნა­თე­სა­ო­ბა ან ნაც­ნო­ბო­ბა არის რამ­დენ ადა­მი­ან­საც არ უნდა და­უ­კავ­შირ­დნენ, თუნ­დაც ჩემს ახ­ლობ­ლებ­სა და ნა­თე­სა­ვებს, ვერ იპო­ვი­ან ვერც ერთ ფაქტს, რო­მე­ლიც მე მათ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­მა­კავ­ში­რებ­და, ჩემს და­ინ­ტე­რე­სე­ბას ან/და მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბას გა­მოკ­ვეთ­და რა­ი­მე ფორ­მით!!

თუ ვინ­მე მიც­ნობს ან ჩემ­ზე სმე­ნია, იცის, რომ ჩემი პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის დღი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რად დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ოდ­ნა­ვი შემ­ხებ­ლო­ბაც არ მქო­ნია ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებ­თან და, პი­რი­ქით, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ვი­საც არც კი ვიც­ნობ­დი, შე­ეძ­ლო დამ­კავ­ში­რე­ბო­და და ჩემი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში უან­გა­როდ მი­ე­ღო დახ­მა­რე­ბა.

მაგ­რამ რად გინ­და? ამის მი­უ­ხე­და­ვად, “მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა" სრუ­ლი­ად სხვა სუ­რა­თის და­ხატ­ვას ცდი­ლობ­სამ მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად კი კი­დევ ერთხელ და­გამ­შვი­დებთ, რომ ჩემი და­კავ­ში­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ ფაქტთან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამ სი­უ­ჟე­ტე­ბით თქვე­ნი მცდე­ლო­ბე­ბი, ისე­დაც არა­სე­რი­ო­ზულ გა­და­ცე­მებს, კი­დევ უფრო სა­სა­ცი­ლოს ხდის

პ.ს. გუ­შინ ჩემი 10 წლის შვი­ლი მი­რე­კავ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი და მა­მა­მის­თან რჩე­ბო­და სახ­ლში. ძა­ლი­ან დას­ტრე­სი­ლი და აღელ­ვე­ბუ­ლი ჩან­და. შე­ში­ნე­ბუ­ლი იმით, რომ კარ­ზე არ წყდე­ბო­და ზარი, რომ ვი­ღაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი იყ­ვნენ კარ­თან და მისი აღ­ქმით სახ­ლში უვარ­დე­ბოდ­ნენ. შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო და მთხოვ­და მალე ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და წა­მეყ­ვა­ნა...

10 წლის ბავ­შვის აღ­ქმა­ში რომ ამ­გვა­რად ისა­ხე­ბა "ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა" ეს ცალ­კე სა­კი­თხია და ფაქ­ტობ­რი­ვად რომ ზონ­დერე­ბის მსგავ­სი ქცე­ვე­ბი დას­ჩემ­და ბევრ ჟურ­ნა­ლისტს - ეს კი­დევ ცალ­კე პრობ­ლე­მა ისე კი იმე­დი მაქვს, რო­გორც რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია მარ­გი­ნა­ლიზ­და, ასე­ვე მარ­გი­ნა­ლიზ­დე­ბა და მი­ლე­ვად რე­ჟიმ­ში გა­და­ვა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მსგავს მე­თო­დებს იყე­ნებს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში!".



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა