თეგებით ძიება

"რაც ჩვენ ვნახეთ, არის გაცილებით უფრო მძაფრი და მძიმე" - ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებზე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გარამიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ვიდეოკადრებში, რომელიც ადვოკატებმა იხილეს, ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის N 18 დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს და პატიმრების ე.წ. "შუმოკიც" ორკესტრირებული იყო.

"რაც ჩვენ ვნახეთ, არის გაცილებით უფრო მძაფრი და უფრო მძიმე. ჩანს კადრებიდან, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი და უარს აცხადებს გადასვლაზე და მკურნალობის მიღებაზე იმ ჰოსპიტალში, სადაც მიიყვანეს გლდანში და ითხოვს, რომ უკან მიმაბრუნეთ რუსთავშიო და არავის უფლება არ ჰქონდა გადაყვანის. ასევე ჩანს, რომ ატყუებენ, რომ უბრალოდ ანალიზების ასაღებად მოგიყვანეთ და ხანმოკლეაო, რაც ბოლოს ტყუილი აღმოჩნდა. ასევე, ატყუებენ, რომ ახლა მალე შემოვლენ თქვენი ადვოკატები და ოჯახის წევრებიო, რაც ტყუილი აღმოჩნდა. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ იქ ვიდექით და არ შეგვიშვეს. მერე შეყვანის კადრებია ძალიან მძიმე სანახაობა, ესეც ძალის გამოყენებაა. რაც ჩვენ ვნახეთ ყველა რაკურსი არ არის, რამდენიმე საინტერესო რაკურსი არ არის, ხან პანდუსს ეფარება, ხან ა.შ. თრევის ეპიზოდი არის და ძალიან მძმეა ეს ეპიზოდი სანახავად დარცა მტავარია, ჩანს, რომ ორკესტრირებულია იქ ე.წ. "შუმოკი". ასევე უმძმესი ტექსტები გვესმის ვინმე გიორგაძისგან, რომელიც არის ცხვარიაშვილის მოადგილე. ცხვარიაშვილი ბევრად უკეთესად იქცევა ვიდრე ის გიორგაძე, რომელიც ეუბნება, რომელიც ეუბნება, რომ შენი აშენებული რომაა იმიტომ დაგჩხავიან ახლა თავზე ანუ ეუბნება, რაც დაიმსახურე, ის ხდებაო", - ამბობს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმ ვიდეკადრების სრული ვერსიის სანახავდ მივიდნენ, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა დამონტაჟებული სახით გაავრცელა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა