თეგებით ძიება

“მიმიყვანეს სუს-ში… გიორგობიანმა და გომელაურმა უნდა აგოს პასუხი… გეტყვით, რატომ ვხტებოდი ივანიშვილის კლდიდან, მარტო გაზს არ ეხებოდა” - თამარ იარაჯული(ვიდეო)

გუშინ გვიან ღამით უმძიმესი კადრები გავრცელდა, როგორ ცდილობდა ახალგაზრდა ქალი, სამი შვილის დედა ივანიშვილის რეზიდენციასთან, კლდიდან გადახტომას და თავის მოკვლას. თამუნა იარაჯული შშმ პირის დედაა. ის დიდი ხანია იბრძვის იმისთვის, რომ შშმ პირების პენსია 300 ლარი მაინც გახდეს და წამლები სადაზღვევო პაკეტში შევიდეს. ეს ის მინიმუმია, რაც უნარშეზღუდულ ადამიანებს სჭირდებათ იმისთვის, რომ იცოცხლონ. რამდენიმე დღის წინ მის გაჭირვებას ისიც დაემატა, რომ თამუნა იარაჯულს გაზი ჩაუჭრეს და სამი შვილი სიცივეში დარჩა. ის დავალიანების გადავადებას, მისივე თქმით, მხოლოდ 8 დღით ითხოვდა, მაგრამ უშედეგოდ.

დღეს გავრცელდა ლევან ნიკოლეიშვილის წერილი, რომელიც თამარ იარაჯულს ტყუილში ადანაშაულებს.

თამარ იარაჯული ავრცელებს ვიდეომიმართვას, სადაც ამბობს:

“ველოდებოდი ამ სიბინძურეს, ვინმე ექსპერტი, ბრჭალებში, ყოფილა, ლევან ნიკოლეიშვილი, რომელიც, ტყუილში გვადანაშაულებს. ამბობს, რომ ჩემი მეუღლე მუშაობს ნავთობკომპანიაში და ამაზე ისედაც ყველა ჟურნალისტს ვესაუბრე, მუშაობს ნავთობკომპანიაში, მაგრამ ჩემი მეუღლის მთელი ხელფასი მიდის ბანკის იპოთეკურ სესხში, ამის მტკიცბეულება მაქვს, არ შემრცხვება რომ საჯარო გგავხადო, მოვიტან დღეს ამონაწერს. თურმე, ბევრი გრანტები მქონია და გიჟი ვყოფილვარ…

ახლა მინდა მივმართო ყველა ჟურნალისტს, ვიტყვი იმას, რაც აქამდე არ მითქვამს და წლებია ვმალავ, როგორ დამიბარეს სუსში, როგორ ცდილობდნენ ჩემ დაშინებას, რომ გუშინდელი დღე მარტო გაზს არ ეხებოდა.

ერთადერთი სერვისი, რომელითაც ჩემი შვილი სარგებლობს, არის თბილისი მერიის ქცევის თერაპიების დაფინანსება, მეტი არაფერი, ვინაიდან ეს ხელისუფლება არ ჩერდება და გადაწყვიტა ბინძურად მებრძოლოს… თუ ვინმე ხმას იღებს ამ ქვეყანაში, მიყავთ სუს-ის შენობაში, ცდილობენ დააშინონ და ბევრ რამეს ვიტყვი, ვიტყვი თამარ იარაჯული რატომ ხტებოდა გუშინ ბიძინა ივანიშვილის კლდიდან.

აქამდე ჩუმად ვიყავი, იყო მუქარები ჩემ შვილებზე, ჩემ ოჯახზე, მაქვს სქრინები, მოწერილები, ვიყავი ჩუმად, რადგან არ შექმოდა ჩემ შვილების ჩემი საქმიანობის, ადამიანის უფლებათა დაცვის გამო, საფრთხე. მაგრამ დღეს ის დღეა, როცა მინდა რომ ჩუმად არ მოვკვდე და მართლა სიკვდილის ზღვარზე ვარ, რაც ნიკოლეიშვილის სტატუსი წავიკითხე.

ეს სამსახური ჩემ ქმარს ხელისუფლებამ გაუკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ეკუთვნის, როგორც მოქალაქეს და პროფესიონალს, გაუკეთეს მას შემდეგ, რაც მიმიყვანეს სუს-ის შენობაში და მითხრეს, რომ გავჩუმებულიყავი. ნამდვილად ეკუთვნის ეს სამსახური, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, 2-3 ადგილას, რომ არიან გაფორმებულნი და მისამართიც არ იციან. ეგონათ ამითი გამაჩუმებდნენ. ნურას უკაცრავად, ნუ გგონიათ, ის, რაც გვაქვს, არ გვეკუთვნის. დამიმტკიცეთ ნებისმიერი ჩემი ტყუილი და საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. თუ არადა, საჯაროდ მოვითხოვ თქვენგან ბოდიშის მოხდას.

ნინო გიორგობიანმა, ვახო გომელაურმა უნდა აგოს პასუხი, ვინც ჩემ შატაჟს ცდილობს, ვინც მიმიყვანა სუსის შენობაში.

მზად ვარ დავჯდე ლევან ნიკოლეიშვილის პირისპირ ნებისმიერ მათ ტელევიზიაში, წამოვიღო ყველა მტკიცებულება და დავდო… რას ურიცხავს სახელმწიფო ჩემ შვილს, თურმე, ყველაფერს უფინანსებს, ეს არის დიდი ტყუილი… ჩემი მეუღლე მუშაობს და გრანტებზე, რომელზეც საუბრობს, ყველა ბანკიდან ანგარიშს ამოვიწერ, მივიტან და დავახევ იმ უტვინო თავზე. არასოდეს გრანტზე არ მიმუშავია, ამის დრო არასოდეს მაქვს და რომც მემუშავა ეს ჩემი უფლებაა. ბატონო ლევან, თქვენ უსინდისო, მატყუარა, თაღლითურ ცხოვრებაში არის ძალიან დიდი დანაშაული.

მოგიყვებით, როგორ მიმიყვანეს სუს-ის შენობაში, რა ხდება, ვანოს, ყოფილი სპეცრაზმელის ცოლის ცხოვრებაში და რა ხდება ამ ქვეყანაში, უნდა მოგიყვეთ. თუ ლევან ნიკოლეიშვილი არ მომიხდის საჯაროდ ბოდიშს, თუ მე ვიტყყუები რამეს მე მოვიხდი ბოდიშს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას ვიდეოს გავასაჯაროებ – ეს სახელმწიფო კლავს, მართლა კლავს. ჩემნაირ ადამიანებს იბარებს სუსში და ალბათ გახსოვთ მიწა, რომელიც გადმოსცეს პეგას, მე დავაბრუნე და იმიტომ დავაბრუნებს რომ ნინო გიორგობიანი ახდენდა ზეწოლას, პროკურატურასაც ვესაუბრე ამის შესახებ, ლონდა თოლორაიასთანაც მაქვს მიწერილი… მიწა დავაბრუნე ბოლოს… პირდაპირ მითხრეს, არ გეშინიაო? ხოდა, გიპასუხებთ ახლა, არ მეშინია. და გგონიათ, გუშინ რომ გადავხტებოდი, წერილი არ მქონდა დატოვებული?”



წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა