თეგებით ძიება

გაგრძელდება თუ არა სოცაგენტების გაფიცვა - სამინისტროსა და გაფიცულებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ჯანდაცვის სამინისტროში გაფიცულ სოციალურ აგენტებსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. სამინისტრომ გაფიცულების მოთხოვმები სრულად არ დააკმაყოფილა, თუმცა მათ გაფიცულებს გარკვეული პირობები შესთავაზეს. დღის ბოლოს გახდება ცნობილი, შეწყვეტენ თუ არა სოციალური აგენტები პროტესტს.

"არ მომხდარა არანაირი შეთანხმება მხარეებს შორის, იყო შეხვედრა, მოვისმინეთ მათი პოზიცია. ახლა ჩვენ უკვე შევხვდებით დასაქმებულებს, მოვისმენთ მათ გადაწყვეტილებას 12 საათამდე ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას, როგორ გაგრძელდება ჩვენი პროტესტი და გაგრძელდება თუ არა საერთოდ. ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენ გვქონდა არ არის დაკმაყოფილებული სააგენტოს და სამინისტროს მხრიდან, თუმცა არის გარკვეული შემოთავაზებები, ხედვები", - ამბობს სოციალური აგენტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა