თეგებით ძიება

ვინ ატერორებდა მიხეილ სააკაშვილს ციხეში - ადვოკატებმა ვიდეოკადრებში უწყების მაღალჩინოსანი ამოიცნეს

დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ ატერორებდა. ადვოკატებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ გიორგი გიორგაძე ამოიცნეს. ნიკა გვარამიას თქმით, ვიდეოკადრებში გიორგაძე მიხეილ სააკაშვილს ეუბნება, რომ "შენი აშენებული რომაა, იმიტომ დაგჩხავიან ახლა თავზეო".

გიორგაძე საჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა, სწორედ მის სახელს უკავშირდება სააკაშვილისთვის ე.წ. "შუმოკის" მოწყობა ციხეში.

გიორგი გრიოგაძეს "პირველებმა" პენიტენციური სამსახურში მიაკითხამ, თუმცა ის კამერებს დაემალა. ამის მიუხედავად, ციხის თანამშრომელმა თავის მართლება სატელეფონო საუბარში სცადა.

"რაც დაიმსახურე, ის ხდება", ეგეთი სირტყვა საერთოდ არ მითქვამს. კონტექსტიდან რატომ აგდებთ? "გამობრძანდით, ამათ ნუ აყვირებთ, ამ ნაძირლებს," -თქო, ესაა ნათქვამი, - თქვა გიორგაძემ.

ციხის თანამშრომელი ასევე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის გლდანში მიყვანის შესახებ პატიმრებმა არა ციხის ადმინისტრაციისგან, არამედ ტელევიზიით შეიტყვეს.

"თქვენ დაიწყეთ საუბარი ტელევიზიით, რომ მემგონი მე-18 გადაჰყავთო. ახლა, ამ საუკუნეში პატიმრებს ტელევიზორები აქვთ, რომ იცოდეთ. ტყული რა იყო მანდ? კვლევებზე იყო გადაყვანილი, კრიზი დაემართა ადამიანს. თქვენ თუ გგონიათ მარტო თქვენ გაქვთ ნანახი, ძალიან ცდებით. პირდაპირ გეუბნებით, რასაც თქვენ მეუბნებით, რომ იქ ისმის, "დაიწყეთ ყვირილიო", ეს არის აბსოლუტური ტყუილი და აბსურდი. პირიქით, ყველა იმას მოუწოდებდა, რომ გაჩუმდითო, - ამბობს გიორგაძე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმ ვიდეოკადრების სრული ვერსია ნახეს, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა დამონტაჟებული სახით გაავრცელა. უფლებდამცველები რამდენიმე დამატებით დეტალზე საუბრობენ, რომელიც აღნიშნული მასალის გაცნობამ ცხადყო. მათი თქმით, სრული მასალა გაცილებით უფრო მძაფრი სანახავი იყო.


წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა