თეგებით ძიება

"ვიდეოჩანაწერებში ისმის ხმა - "ძმებო, მოვიდა“ თუ "ძმებო, დავიწყოთ“ - ადვოკატი სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის ამსახველ კადრებზე

"ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში არის რამ­დე­ნი­მე ახა­ლი დე­ტა­ლი, მათ შო­რის რო­გორ ხდე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რე­ბის მიერ ე.წ. ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დახ­ვედ­რა, ის­მის ხმა - "ძმე­ბო, მო­ვი­და“ თუ "ძმე­ბო და­ვი­წყოთ“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ად­ვო­კატ­მა, გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძემ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გლ­და­ნის ცი­ხე­ში გა­დაყ­ვა­ნის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მშვე­ნი­ე­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, დღეს ის გა­ეც­ნო ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის ნა­წილს, რად­გან ფა­ი­ლე­ბი დიდი მო­ცუ­ლო­ბის არის და მოკ­ლე დრო­ში ყვე­ლა ჩა­ნა­წე­რის ნახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"შევ­თან­ხმდით, რომ და­მა­ტე­ბით გვექ­ნე­ბო­და ვი­ზი­ტე­ბი და რო­გორც სხვა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს, ისე საქ­მის მა­სა­ლებს დე­ტა­ლუ­რად გა­ვეც­ნო­ბით. ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი, რო­მე­ლიც უნდა არ­სე­ბობ­დეს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში. რაც ვნა­ხე ამ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, არის რამ­დე­ნი­მე ახა­ლი დე­ტა­ლი, მათ შო­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნის მო­მენ­ტი, რო­გორ ხდე­ბა მას­თან ე.წ. პა­ტიმ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დახ­ვედ­რა, ის­მის ხმა და ერ­თი­ა­ნი შე­ძა­ხი­ლე­ბი - "ძმე­ბო, მო­ვი­და“ თუ "ძმე­ბო და­ვი­წყოთ“, რის შემ­დე­გაც იწყე­ბა ერ­თი­ა­ნი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი. ცხა­დია, რომ ერთი შე­ძა­ხი­ლის შემ­დეგ პა­ტიმ­რე­ბი­დან იწყე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გი­ნე­ბა მთე­ლი ცი­ხის მას­შტა­ბით. ასე­ვე ახა­ლი დე­ტა­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის, თუ არ ვცდე­ბი, გი­ორ­გი გი­ორ­გა­ძის სა­უ­ბა­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან, რომ­ლი­თაც ის ერ­თგვა­რად გა­მო­ხა­ტავს მის პო­ლი­ტი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­ნამ­დე არ­სე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და პა­სუ­ხად ეუბ­ნე­ბა, რომ "აი ხმა­უ­რი, რაც გეს­მით გა­რეთ, არის პა­სუ­ხი იმა­ზე, რა­საც აკე­თებ­დით“ - და­ახ­ლო­ე­ბით ასეთ კონ­ტექ­სტია.

ასე­ვე ვნა­ხეთ გლ­და­ნის მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და რე­ა­ნო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის ნა­წი­ლი. ყვე­ლას ნახ­ვა დრო­ის გამო ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ, თუმ­ცა ამას გა­ვაგ­რძე­ლებთ. ცი­ხე­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი არის ხმის გა­რე­შე. ხმით არის მხო­ლოდ რე­ა­ნი­მო­ბილ­ში, ტრან­სპორ­ტში გა­და­ღე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის დაჭ­რი­ლი ნა­წი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნა­ნა­ხი აქვს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი წყდე­ბა მა­ნამ, სა­ნამ იწყე­ბა მისი იძუ­ლე­ბით გა­დაყ­ვა­ნა ცი­ხე­ში, მაგ­რამ და­ნარ­ჩენ კად­რებ­ში ჩანს იძუ­ლე­ბით გა­დაყ­ვა­ნა, ჭი­და­ო­ბა, თრე­ვა, გა­შიშ­ვლე­ბა და თავ­ზე წა­მო­ფა­რე­ბუ­ლი ზე­დით ლიფ­ტში აყ­ვა­ნა რო­გორც ხდე­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩანს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძემ.


წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა