თეგებით ძიება

კრემლი საქართველოს ხელისუფლებისგან დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას ელის

კრემლი ოფიციალური თბილისისგან დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას ელის, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებ.

უწყების მიერ გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ აუცილებელია "რუსოფობიური კამპანიის" დასრულება და "რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საფრთხეების აღმოფხვრა"

"ჩვენ ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, უთანხმოების დაძლევისა და ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განმტკიცების ერთგული, რაც ჩვენი ხალხების ინტერესებს შეესაბამება. მაგრამ ეს პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება განვლილ მოვლენებზე დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას მიიღებს," აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები 2019 წელს შეწყდა. საქართველოში, რუსი დეპუტატის, გავრილოვის ვიზიტის გამო დაწყებულ პროტესტს, ოკუპანტმა ქვეყანამ ამ გადაწყვეტილებით უპასუხა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია განახორციელა და კრემლი დღემდე აკონტროლებს ამ ტერიტორიებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა