თეგებით ძიება

"შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა" - ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში ჩაიშალა

21–22 იანვარს, საქართველოში დაგეგმილი ევროპარლამენტარების ვიზიტი, ჩაიშალა, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პააპუაშვილმა დრო ვერ გამონახა. ვიზიტის ჩაშლის მიზეზს ასე თავად ევროპარლამენტარები განმარტავენ მათ მიერვე გავრცელებულ განცხადებაში.

"როგორც ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორები ჩვენ ვწუხვართ, რომ 21–22 იანვარს თბილისში დაგეგმილი ვიზიტი არ გაიმართება, რადგან შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა, რომ ჩართულიყო." – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ევროპარლამენტარების განცხადების თანახმად, ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყებაზე საუბარს, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს დემოკრატიული საპარლამენტო კულტურის განვითარებას ემსახურებოდა.

"ჟან მონეს დიალოგის პროცესი მოქნილი და ნაცადი ინსტრუმენტია, ვწუხვართ რომ ამ საჭირო პროცესის წამოწყებისთვის აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა" – წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ევროპარლამენტარები საქართველოს პარლამენტს სთავაზობენ, ნიადაგი მოამზადონ ახლო მომავალში ჟან მონეს დიალოგის წამოსაწყებად.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ მათ ჯერათ, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს მნიშვნელოვანი როლი და პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანაში არსებული მავნე პოლიტიკური პოლარიზაცია აღმოფხვრან.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა