ევროკავშირის გაფართოება იქნება ძირითადი ფოკუსი პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს - დონალდ ტუსკი
"ევროკავშირის გაფართოება იქნება ძირითადო ფოკუსი პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს", - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა სერბეთის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა.
"მალე ჩვენ ევროკავშირის თავმჯდომარეობას გადმოვიბარებთ. პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს, გაფართოება, სერბეთთან მჭიდრო თანამშრომლობის ჩათვლით, ჩემი ყურადღების ცენტრში იქნება.
ვიცი, რომ ეს არის რთული პროცესი. ვიცი, რომ არის იმედგაცრუებები ორივე მხარეს, ყოველთვის ყველას არ ესმის ერთმანეთის. სერბეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში არ არსებობს გაუგებრობები ან პრობლემები, რომლებსაც ვერ გადავწყვეტდით და რომლებიც გაფართოებისთვის დაბრკოლება იქნებოდა“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმინისტრმა.
პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობას უნგრეთისგან იანვრიდან გადაიბარებს.