ჩემი გეგმა იყო ქუთაისის ქცევა მინიმუმუმ ნახევარმილიონიან ქალაქად.. ქუთაისის და საქართველოს ოქროს ხანა სულ მალე დადგება - სააკაშვილის მიმართვა ქუთაისელებს
“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისში შემაჯამებელ საარჩევნო ღონისძიებას მართავს. სოფო ჯაფარიძემ აქციაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა.
„მაქვს პატივი, საქართველოს ყველაზე დიდი პატრიოტის, ამ ქალაქზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის, ადამიანის, რომელმაც საქართველო ჭაობიდან ამოიყვანა, ადამიანის, რომელმაც შეუძლებელი შეძლო, და დაამარცხა კორუფცია, დაამარცხა კრიმინალი, დაამარცხა სიღარიბე, ადამიანის, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე კაშკაშა ვარსკვლავად აქცია, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მინდა წაგიკითხოთ" - აღნიშნა ჯაფარიძემ.
აქ იყო, არის და იქნება საქართველოს პარლამენტი, აქ აღვადგინეთ ჩვენ ბაგრატი, აქ დავდე მე გელათში საპრეზიდენტი ფიცი, ჩემი გეგმა, რომელსაც მე განუხრელად მივყვებოდი, იყო ქუთაისის ქცევა მინიმუმუმ ნახევარმილიონიან ქალაქად, ივანიშვილმა განიზრახა ქუთაისის მოკვლა და თუ დროზე არ გამოვტაცეთ ძალაუფლება, მას მყარად აქვს გადაწყვეტილი ქუთაისის ჭორვილას უმნიშვნელო დანამატად გადაქცევა.
ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ იმ 9 წელიწადში საქართველო წარუმატებელი, გაუბედურებული ქვეყნიდან კაშკაშა სახელმწიფოდ, მსოფლიოს პირველ რეფორმატორად ვაქციეთ, რომელშიც მასობრივად დაიწყეს ქართველებმა დაბრუნება.
ჩვენ მოვსპეთ კორფუცია ყველა სფეროში, მათ შორის, განათლების სისტემაში, ავაშენეთ ახალი კლინიკა, პენსიები გავზარდეთ ათჯერ, ავაშენეთ ახალი ქალაქები, ჩვენი დიდი პროექტი იყო წყალტუბო, რომლის მშენებლობა ოლიგარქმა გააჩერა, მოგვატყუა წყალტუბოზე, ელექტრომობილების ქარხანაზე და უამრავ სხვა ამბავზე, მაგრამ ჩვენ ყოვეთვის ვასრულებთ ჩვენს დანაპირებს, ქუთაისის და საქართველოს ოქროს ხანა სულ მალე დადგება", - ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.