თეგებით ძიება

ვიღაც სიგნალს იძლევა, რომ ოპოზიციის აკრძალვაზე მუქარებს შეასრულებს - იან კელი ჩხრეკებზე

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლების გაჩხრეკას ეხმაურება. კელის აზრით, ჩხრეკებით "ვიღაც მიანიშნებს", რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციის აკრძალვის მუქარები შესრულდება.

"ორივე [ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა] ძალიან დაფასებულია საქართველოში რუსეთის მავნე გავლენასთან დაკავშირებით გაწეული მუშაობის გამო. არჩევნებამდე 2 დღით ადრე. ვიღაც სიგნალს იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მუქარებს შეასრულებს". - წერს კელი X-ზე.

არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე პირის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ერთ-ერთი პირი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილია, რომელიც მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მისვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.

ცნობისთვის, თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. „ფორმულას“ ინფორმაციით, 3 სართულზე მიმდინარეობდა ჩხრეკა. ასევე პოლიციამ ჩხრეკა დაასრულა Atlantic Council-ის ოფისში. პარტია „ფედერალისტების“ წევრის, გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლსა და მისი მეუღლის ოფისში Atlantic Council, სავარაუდოდ უკავშირდება ამავე კომპანიის საქმიანობა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა