თბილისში ბინძური რეჟიმია, რომელიც "კაგებეს" და "ეფესბეს" მეთოდებს იყენებს - ვიოლა ფონ კრამონი
"ეს არის არჩევნების წინ საქართველოში მკვლევართა წინააღმდეგ დაშინებისა და რეპრესიების ახალი დონე" - ასე ეხმაურება ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციებს.
როგორც ყოფილი ევროპარლამენტარი "X"-ზე წერს, "თბილისში ბინძური რეჟიმია, რომელიც "კაგებეს" და "ეფესბეს" მეთოდებს იყენებს".
ეს არის არჩევნების წინ საქართველოში მკვლევართა წინააღმდეგ დაშინებისა და რეპრესიების ახალი დონე. როგორი ბინძური რეჟიმია თბილისში, რომელიც KGB/FSB-ს მეთოდებს იყენებს, როგორც მოსკოვში.