თეგებით ძიება
23. 01. 2022 სპორტი

ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე გარდაიცვალა

ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მშვილდოსანი, ქეთევან ლოსაბერიძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 1980 წელს გახდა, გარდა ამისა, ის იყო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და 2002-2005 წლებში საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.

ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა (2018) და ხალხთა მეგობრობის ორდენით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა