თეგებით ძიება

"ნაციონალების“ ყალბი გულისტკივილი მშვიდობის მისამართით ცოტა არ იყოს და ამორალურია“ - რას წერს ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციის ინიციატივას უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმაურება.


"ოჰო, საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ეს ჩვენი ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ: არიქა, უკრაინა რუსეთის, უფრო სწორედ რუსეთისა აშშ-სა და დასავლეთის დაპირისპირებაზე აქვთ აზრები თურმე. აზრებიცაა და აზრებიც, თან თუ გავითვალისწინებთ, თავის დროზე რა "წარმატებით" იბრძოლეს ჯერ დიპლომატიურ ფრონტზე და მერე უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის წინააღმდეგ...

152 სოფელი დაკარგეს( თუმცა მათმა ბელადმა სააკაშვილმა ქვების გროვა უწოდა), შემდეგ 20 % ოკუპაცია. ასე, რომ რადიკალების, ნაციონალების ყალბი გულისტკივილი მშვიდობის მისამართით ცოტა არ იყოს და ამორალურია. თან თუ გავითვალისწინებთ, თუ რამდენჯერ აქვთ ნათამაშები რუსული სცენარი მათი ამ გამოწვევაში მონაწილეობა შეიძლება მართლაც სახიფათო იყოს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა