თეგებით ძიება

პოლიციელი უნდა წარმოადგენდეს მუნდირის ღირსებას, ამ დროს ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება მეტროსადგურში პოლიციელის მიერ შშმ პირზე ძალადობას და მოძალადის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს.

"ძალიან რთულია, რომ ემოციების გარეშე ვისაუბროთ იმ შოკის მომგვრელ კადრებზე, რომელიც გავიდა ძალიან ბევრი საინფორმაციო საშუალებებს მეშვეობით.

მხედველობაში მაქვს პოლიციელის მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობა და ძალადობა შშმ პირის მიმართ და რეალურად ამ ადამიანის სისასტიკე, რომელიც უნდა წარმოადგენდეს მუნდირის ღირსებას, ამ დროს ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს...

ყველაზე უფრო რთული, შოკის მომგვრელი არის ზუსტად სისტემის დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომელშიც აღბეჭდილია ისანში, მეტროსადგურში საპატრულო პოლიციის მიერ შშმ პირზე ძალადობა.

შსს-მ ფაქტზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა რომ გამოძიება დაწყებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა