საქართველოში კორონავირუსის ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 42 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 160 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 075 154 -ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 972 745 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 774 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 21,24%, ბოლო 14 დღის - 14,15%, ბოლო 7 დღის - 18,01%.