თეგებით ძიება

სოლიდარობა უკრაინას - დღეს იქ გადის თავისუფალი სამყაროს ბრძოლის ხაზი, ხვალ შეიძლება გავიდეს საქართველოზე - იაგო ხვიჩია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ უკრაინას საქართველომ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს.

"დღეს უკრაინაზე გადის თავისუფალი სამყაროს ბრძოლის ხაზი, ხვალ შეიძლება გავიდეს საქართველოზე. ამიტომ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე როგორც გვინდა, რომ მოგვექცნენ ჩვენ. სოლიდარობა უკრაინას - ეს არის პოზიცია, რომელიც გვინდა აისახოს რეზოლუციაში იქნება ეს თუ სხვა მხარდამჭერი ტესტები. ჩვენ უნდა ვმოქმედებდეთ, ამ რწმენის შესაბამისად, რომ როდესაც ჩვენ გაგვიჭირდება როგორ გვინდა იმოქმედონ ჩვენმა მეგობრებმა,"- განაცხადა ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა