თეგებით ძიება

"ვლადიმერ ხინჩეგაშვილს არასდროს უმუშავია, ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში“ - გორის მერია განცხადებას ავრცელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პრაქტიკოს მასწავლებლად აშშ-ში, კერძოდ "ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში’’ მუშაობს, რაც უწყების თქმით სიმართლეს არ შეესაბამება.

„გორის მერია საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არა თუ ამ ეტაპზე არ მუშაობს, არასდროს უმუშავია ,ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში’.

მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა გადაღებულია 2017 – 2020 წლებში და ასახავს სპორტსმენის ვარჯიშს იმ დროს, როდესაც ის საწვრთნელ ცენტრში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა და მასტერკლასებს ატარებდა.

გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მიმართ, მედიასაშუალებებმა არაერთხელ გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სიცრუის ტირაჟირებისგან და მიზანმიმართულად ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა