თეგებით ძიება

“მე საერთოდ დავკარგე შეხედულება პოლიციელებზე” – ლამარა აბჟანდაძე

ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში შსს-ს თანამშრომლის მიერ გუშინ შშმ პირის ცემას ეხმაურება.

“არ ვიცი, როგორ უნდა უყურო პოლიციელის ქცევას, თუ ბოროტებას, თუ ბარბაროსობას, თუ რას? სიტყვაც კი ვერ მომიძებნია თუ რა დავარქვა იმ პოლიციელის აღვირ ახსნილ, მხეცურ ცემას შრომის უნარ შეზღუდულ მოქალაქეზე, რომელიც მეტროში მოხდა. მე დავკარგე შეხედულება საერთოდ პოლიციელებზე. ამას მაფიქრებინებს სხვა პოლიციელების დუმილი მომხდარზე, ან თუნდაც დღევანდელ აქციაზე პოლიციელთა მიერ დაპატიმრებები უბრალო მოქალაქეებისა. იმის მაგივრად, რომ პოლიციამ თითონ გამოააშკარაოს დამნაშავე პოლიციელი , პირიქით იცავს ასეთ დამნაშავეებს. მე მოვუწოდებ პოლიციას, სანამ მთლად არ ჩაძირულა მათი ავტორიტეტი, მანამ თითონვე ებრძოლოს მათ რიგებში მოკალათებულ მხეცური აზროვნების პოლიციელებს”, - წერს ბლოგერი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა