თეგებით ძიება

ბაიდენი პუტინს პერსონალური სანქციებით ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს პერსონალური სანქციებით ემუქრება.

"ის, თუ მთელი ძალებით შევა, ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა, ეს შეცვლის მსოფლიოს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარის შეყვანას არ გეგმავს, თუმცა რუსეთს სერიოზულ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, თუ ის შეიჭრება.

"ჩვენ განზრახული არ გვაქვს, უკრაინაში ამერიკული ძალების, ნატოს ძალების, განთავსება. მაგრამ, როგორც ვთქვი, თუკი ის შეიჭრება, ამას სერიოზული ეკონომიკური შედეგები მოჰყვება,“- აღნიშნა ბაიდენმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა