თეგებით ძიება

საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი - ირაკლი ბერაია

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ალიანსის შტაბბინაში აქვს სიმბოლური და შინაარსობრივი დატვირთვა, რაც ადასტურებს ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და პრიორიტეტულობას.

„ეს ვიზიტი რა თქმა უნდა ემთხვევა იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, როდესაც ნატო-ს მოკავშირეები და ასპირანტები ერთობლივად ცდილობენ იმ საფრთხეების შეკავებას, რაც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, რომელიც მიზნად ისახავს, ძირი გამოუთხაროს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ვიზიტს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. საქართველო არის ალიანსის ყველაზე თავსებადი ასპირანტი პარტნიორი სახელმწიფო, რომელსაც ალიანსთან აქვს განსაკუთრებული თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, რომელმაც მიაღწია დღემდე ყველა დროის მაქსიმუმს. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მოკლე დროში და გონივრულ ვადებში იქნას სისრულეში მოყვანილი“, – განაცხადა ბერაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში შედგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა