თეგებით ძიება

მნიშვნელოვანია საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, უკრაინაში ომის დაუშვებლობა უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის.

„უკრაინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ყველას კარგად მოგეხსენებათ, გარკვეული ურთიერთობები, განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ამ ქვეყანასთან და ამ მიზეზის გამოც არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვხატო ჩემი პოზიცია იმ პროცესების შესახებ, რომელიც უკრაინის გარშემო ვითარდება. უკრაინელები არიან ჩვენი მეგობარი ხალხი და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა. უკრაინაში ომის დაუშვებლობა უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი ძალისხმევაც აქეთკენაა მიმართული. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკათებდით და მომავალშიც გავაკეთებთ. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს“, – განახცადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა