თეგებით ძიება

ვინ დაკმაყოფილდება მომავალი თვიდან მუნიციპალური საცხოვრისით - კახა კალაძის განმარტება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უსახლკაროების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მომდევნო თვეში ფართებით უკვე 15-16 ოჯახი დაკმაყოფილდება.

"როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქის ბიუჯეტში გვაქვს რამდენიმე ძირითადი მიმართულება და ერთ-ერთი პრიორიტეტული გახლავთ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. ამ მიმართულებით, ბიუჯეტი 50 მილიონი ლარით გაიზარდა. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო უსახლკარო ოჯახების პრობლემის მოგვარება. ჩვენ თბილისში ასეთი სტატუსის მქონე 400-მდე ოჯახი გვყავს. მათ დავპირდით, რომ მუნიციპალური საცხოვრისით დავაკმაყოფილებდით და ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ. პირველ ეტაპზე, თებერვლიდან უკვე შევძლებთ, 15-16 ოჯახის ფართებით დაკმაყოფილებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და თბილისში არცერთი უსახლკარო ოჯახი არ იქნება.

"ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა ექნება ამ ოჯახებს და მომდევნო წლების განმავლობაში, არცერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება. ყველა დაკმაყოფილდება მუნიციპალური ფართებით და მოუგვარდებათ პრობლემა, რაც წლების განმავლობაში აწუხებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა