თეგებით ძიება

“არა ძალადობას!”, “არა მჩაგვრელ სისტემას!” - საპროტესტო ტალღა ქვეყანაში

მოძალადე სისტემა უნდა დაინგრეს! თბილისი, გორი, ბათუმი, ზუგდიდი, ქვეყანა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. ქუჩაში გამოსული სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი ადამიანები სისტემურ დანაშაულს აპროტესტებენ.


“შემდეგი შეიძლება შენ იყო” - ეს არის მწამებელი სისტემა, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნია. ლუკა სირაძე მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, რამდენიმე თვეში კი, კონკრეტული დამნაშავე, რომელზეც თვითონ პროკურატურამ თქვა, რომ დამნაშავეა და ბავშვზე ფსიქოლოგიურად იძალადა, გაათავისუფლეს იმის ნაცვლად, რომ კანონის შესაბამისად მოეხადა ამ ადამიანს პატიმრობა. ამ შემთხვევაში კამერაზე რომ არ აღბეჭდილიყო ის, რაც საზოგადოებამ ნახა, რა თქმა უნდა, შერჩებოდათ. ეს არ არის რიგითი პოლიციელების პრობლემა, ეს არის სისტემური პრობლემა, მწამებელი სისტემაა და ამიტომ ვითხოვთ ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხს. შს მინისტრად წოდებული ვახტანგ გომელაური პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა", - აცხადებს ხაბეიშვილი.

ხმაური იყო ზუგდიდში, მოქალაქეებს ტროტუარზე წარწერის გაკეთება სურდათ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.

დედაქალაქის პარალელურად, პროტესტია ბათუმშიც. აჭარის მთავრობის სახლთან მოძალადე პოლიციელების უმკაცრესად დასაჯას და გომელაურის გადადგომას მოითხოვენ.

გორის სამხარეო პოლიციასთან შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა დაკავებული სამართალდამველების უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს.

მიმდინარე წლის 24 იანვარს, "ტვ პირველმა" გაავრცელა შემზარავი ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გამეტებით ურტყამს შშმ პირს პოლიციელი, მისი მეწყვილე კი ძალადობას მდუმარედ უყურებს. საზოგადოების მწვავე პროტესტის ფონზე ორივე პოლიციელი, ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს.

ამასთან, გუშინ, სოციალური ქსელით ძალადობის კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, - კადრები ზუგდოდშია გადაღებული და კარგად ჩანს, რომ რიმინალური პოლიციის თანამშრომელი, გიორგი ბიგვავა ქალს გამეტებით, რამდენჯერმე ურტყამს ხელს სახეში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა