თეგებით ძიება

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი საქართველოს პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დღეს არის დღე, რომ დღის ბოლომდე უნდა დავარეგისტრიროთ რეზოლუცია, ამიტომ თუ შევთანხმდებით, ბუნებრივია, ჩვენ ამას დღის ბოლომდე დავარეგისტრირებთ. ჩვენ თუ შევთანხმდებით იმ ტექსტზე, რომელშიც პრინციპებზე წინააღმდეგობა ვერავინ გაწია დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ გვექნება საერთო ტექსტი და საერთო რეზოლუციად დარეგისტრირდება, ხოლო თუ იმ დეტალების გამო, ვინმე უარს იტყვის, მაშინ ბუნებრივია, ჩვენ დავარეგისტრირებთ ჩვენს ვერსიას, გავიტანთ კიდეც და დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერაც ექნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე კონსულტაციები დღეს გაიმართა. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა