თეგებით ძიება

დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციებს აგრძელებენ

სანატორიუმ ,,ქართლში" ჩასახლებული დევნილების პროტესტის ეპიცენტრი კვლავ ჯანდაცვის სამინისტროა. საცხოვრებელი კორპუსის ავარიული მდგომარეობის გამო ღია ცის ქვეშ დარჩენილი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 150 ოჯახი კვლავ ჯანდაცვის მინისტრის პასუხის მოლოდინშია.

სანატორიუმ ,,ქართლის" პრობლემაზე სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა სამინისტროს ამ დრომდე არ ჩაუნიშნავს. დევნილების ინფორმაციით, ორშაბათს მათ დაუკავშირდა ხელსიუფლების წარმომადგენელი და განუცხადა, რომ გამოეყოთ 3 პირი, რომლებსაც პრობლემის გადაწყვეტის მიზნით შეხვდებოდნენ. იძულებით გადაადგილებული პირები კი ითხოვდნენ, რომ აღნიშნულ ჯგუფის შემადგენლობაში მათ გარდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და იურისტიც ყოფილიყო. რაზეც უარი მიიღეს.

"რახან ასეთი შეთანხმება არ შედგა, ალბათ, ისევ მოგვატყუებენ, ისევ გაგვაჩუმებენ, თორემ რაღაც დადებითი რომ ყოფილიყო ჩვენს სასარგებლოდ, ისინი უარზე არ წავიდოდნენ, ვრჩებოდით მოტყუებული, ასე რომ, ვრჩებით ქუჩაში! - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა