თეგებით ძიება

"უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები" - სალომე ზურაბიშვილი შშმ პირზე მოძალადე პოლიციელებზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიციელების მიერ მეტროში შშმ პირზე განხორციელებულ ძალადობას ეხმაურება და დამნაშავეების უმკაცრეს დასჯას ითხოვს.

"უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები.

უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს", - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა