„ჯორჯიან ეარვეისმა“ მოსკოვის მიმართულებით დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისი გააუქმა
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა გააუქმა. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, „ჯორჯიან ეარვეისმა“ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი ჩანიშნა.
პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 28 იანვარს უნდა შესრულებულიყო.
ცნობისთვის, საქართველოს და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების შემდეგ შეჩერდა. ავიამიმოსვლის შეჩერებას წინ უძღოდა ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.
pia.ge