1-ლი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა
ვერძი
მთელი თქვენი ენერგია მიმართულია თქვენი პრინციპების დასაცავად. ასეთ დროს თქვენი ფანტაზია მთელი ძალით მუშაობს და სიცოცხლისუნარიანობა მაღალია. ყველაფერი რაც ხდება თქვენთვის კარგი არაა, მაგრამ შეგიძლიათ თქვენს სასიკეთოდ შემოატრიალოთ, განსაკუთრებული თუ საღამოს ხდება. ის რისი იმედიც არ გაქვთ, შესაძლოა რეალობად იქცეს.
კურო
ახლის შცნობის დღეა. ფანტაზიისთვის გახსნილია გზები. შესაძლოა ახლობლებმა გაგაკრიტიკონ, მაგრამ ღირსეულად შეხვდით. იყავით ლოიალურები და ნუ გაბრაზდებით. ნუ აყვებით ემოციას და ნუ ჩაერთვებით კონფლიქტში. არ მიიღოთ ემპირიული გადაწყვეტილება. დაუთმეთ დრო მოზარდებს, ისინი ახალი ძალებით აგავსებენ.
ტყუპები
დღევანდელი ასტროლოგიური პროგნოზი არასახარბიელოა. კარგია თუ ძველ პოზიციაზე დარჩებით. ახალი არაფერი დაიწყოთ და არ დაგეგმოთ მომავალი. დღეს შესაძლოა გაგრძაცვონ ან მოგატყუონ. თუ გონივრულად მოიქცევით ყველაფერს გაუმკლავდებით. უმჯობესია არ გარისკოთ და არ აიმაღლოთ ხმა.
კირჩხიბი
თქვენ სამყაროს ენერგიით აივსებით. ნუ იქნებით თვითკმაყოფილი, აპატიეთ მტრებს და გახსენით გული სიყვარულისთვის. ნუ შეეცდებით მბრძანებლობას, შესაძლოა ამით ახლობელი ადამიანი გაანაწყენოთ. მიეცით ახლობლებს უფლება, იგრძნონ თქვენი სიყვარული. კარგი დღეა ქველმოქმედებისთვის. აპატიეთ ყველას, ვინც გაწყენინათ და ყურადღებიანი იყავით უფროსების მიმართ.
ლომი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროა. შესაძლოა მიიღოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც ოჯაში კამათს და გაუგებრობას გამოიწვევს. ამბები, რომელსაც არ ელოდით, ახალი ვალდებულებები და საქმე თქვენგან დიდ გულისხმევას და ენერგიას მოითხოვს. თუ ვინმეს მისცემთ უფლებას, რომ თქვენზე იქონიონ გავლენა, ეს მომავალში ცუდად დაგხვდებათ. ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს და ძალას.
ქალწული
დღე არა არის ხელსაყრელი კომუნიკაციებისთვის. შესაძლოა, გადაწყვიტოთ დიდი ხნის დავიწყებული მეგობრის ნახვა, დაურეკოთ ყოფილ სიყვარულს და წარსულში დაბრუნებაც კი სცადოთ. არ აყვეთ ცდუნებას, არვის შეხვდეთ და დაურეკოთ. ურთიერთობაში მყოფ ქალწულებს ასეთმა სურვილმა შესაძლოა, გაუფჭოს ოჯახური ცხოვრება და მეორე ნახევრის ეჭვიანობა გამოიწვიოს.
სასწორი
კარგი დღეა მოგზაურობითვის, გასართობად და თქვენს მოსაწყენ გარემოში ნებისმიერი ცვლილების შეტანისთვის. შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრა. დაუთმეთ თქვენი დროის გარკვეული ნაწილი ოჯახს - ახლა ეს უფრო სასარგებლოა, ვიდრე ოდესმე, რადგან კონფლიქტი ღვივდება თქვენს ერთ-ერთ ახლო ნათესავთან, რომელიც ჯერ არ იცით. თუ ეცდებით სიმშვიდის მიღწევას, კონფლიქტი მოგვარდება და თქვენს სახლში ისევ ჰარმონია იქნება.
მორიელი
გელით არაჩვეულებრივი ცხოვრების აღმავალი დღე. სავსე ხართ ენერგიით. ყველაფერი გამოგდით, ნებისმიერი ცუდი სიტუაციაც კი თქვენს სასარგებლოდ მთავრდება. შესაძლოა, ქალბატონები შეხვდეთ გულის გმირებს. დღეს არ გააკეთოთ არანაირი შენაძენი, თქვენ ფულს წყალს გაატნთ, მოგვიანებით კი ძალიან ინანებთ.
მშვილდოსანი
დღეს გელით მაღალი ემოციური სტრესი. ყველა პრობლემის სათავე გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენებაა. შესაძლო ოჯახური კონფლიქტი, შეეცადეთ თავიდან აირიდოთ მანამ, სანამ ჭექა-ქუხილად არ გადაიქცევა ქარიშხლად, რომელიც პირად ურთიერთობებს მტვრად გადააქცევს. რეკომენდებულია სპორტით დაკავება და ქალაქგარეთ პიკნიკის მოწყობა. შესაძლოა პრობლემები ბავშვებთან, რაც გაუთვალისწინებელ ხარჯებს გამოიწვევს.
თხის რქა
კარგი დღეა, მოთმინების დიდი უნარი შეგწევთ, რაც სიხარულს და სიამოვნებას მოგიტანთ. სასიამოვნო ადამიანებს შეხვდებით და მათგან დადებით კომენტარებს მიიღებთ, ცუდი არაფერი იფიქროთ ეს მათი გულიდან მოდის. ახალი ნაცნობობა წარმატებული აღმოჩნდება.
მერწყული
კარგია გარეთ გასეირნება, ტყის მონახულება, პარკში სტუმრობა. საღამოს იფიქრეთ იმაზე, რასაც აკეთებთ და ამბობთ გარშემომყოფებთან ურთიერთობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია კონფლიქტი, როგორც საყვარელ ადამიანებთან, ასევე საკუთარ თავთან.
თევზები
დღე დაძაბული იქნება და თქვენი განწყობა ყოველ საათში ცვლილებას განიცდის. არ გაბრაზდეთ, ფრთხილად იყავით, მით უმეტეს, თუ ნერვები უკვე ზღვარზე გაქვთ. საპენსიო ასაკის თევზებმა იზრუნეთ გულზე, მარტო არ იაროთ სახლიდან შორს, შესაძლებელია ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება. ახალგაზრდა თევზებს, ვისაც გიყვართ ექსპერიმენტები გარეგნობასთან დაკავშირებით, არ აყვეთ თქვენ ექსტრავაგანტულ და შემოქმედებით იმპულსებს, ხვალინდელი დღე არ არის ამისთვის საუკეთესო დრო.