თეგებით ძიება

სააკაშვილს თუ უნდოდა, პენსია 500 ლარი გაეხადა, მაგისთვის ცხრა წელი და აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა - ალეკო ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, არ სჯერა ათ დღესა და ორ კვირაში დაწერილი ეკონომიკური განვითარების, აყვავების და გაბრწყინების გეგმების.

„მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკურ ხედვას არ გავცნობივარ, მაგრამ პირობას გაძლევთ, გულმოდგინედ წავიკითხავ. დოკუმენტი ვისი დაწერილიც არ უნდა იყოს, თუ რაიმე სასარგებლო იქნება, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, აუცილებლად გულმოდგინედ წავიკითხავ სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად. ცოტა არ მჯერა, ათ დღესა და ორ კვირაში დაწერილი ეკონომიკური განვითარების, აყვავების და გაბრწყინების გეგმების, მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ, რადგან შეიძლება იქაც იყოს რაღაც რაციონალური. რასაც ყური მოვკარი, პენსია 500 ლარი გახდება უცებ, ეს არის წყალ-წყალა პოპულიზმი და მეტი არაფერი. თუ უნდოდა, პენსია 500 ლარი გაეხადა, მაგისთვის ცხრა წელი და აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა. მას შეეძლო, პენსია 500 ლარიც გაეხადა და 500 000, მაგრამ არ მჯერა, რომ „ჰოპ“ და ხვალ ყველაფერი კარგად იქნება.

კარგია, რომ პენსია 14 ლარიდან ასი გახდა. თუ გგონიათ, რომ რაც კარგი იყო, არ მომწონს, ძალიან ცდებით – თავის დროზე გაქანებული მიშისტი ვიყავი. მის მიმართ გული მაშინ გამებზარა და დამოკიდებულება შემეცვალა, როცა ვნახე, ასლან აბაშიძე რომ გარბოდა და როგორ გაძარცვეს მისი ქონება სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა – გიგი უგულავამ, ახალაიებმა, სანოძემ. ვნახე, როგორ გამოჰქონდათ ასლან აბაშიძისა და გიორგი აბაშიძის ქონება და იმ ქონებას როგორ იტაცებდნენ. მაშინ ახალი ხელისუფლება იყო და ძალიან აღტაცებული ვიყავით იმით, რომ ასლან აბაშიძე გააქცია. ამით უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ მერე დავრჩი თვე ნახევარი მივლინებით, ჟურნალისტი ვიყავი და ვნახე შემზარავი ფაქტები, როგორ ძარცვავდენენ სოსო გოგიტიძის კაბინეტს, ასლან აბაშიძის კაზინოს და ჭურჭელი გაჰქონდათ. ეს მოყოლილიც მაქვს და ჩვენებასაც მივცემ, თუ გამოძიება დაიწყება“, – განაცხადა ელისაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა