თეგებით ძიება

პროკურატურა დავით კირკიტაძის მიმართ 10 000 ლარიან გირაოს ითხოვს

რუსთავის რაიონულ სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარეგინა, რაც სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა