თეგებით ძიება

სიძემ, რომელმაც ქორწილში ცოლის ნათესავების ცემა დაუკვეთა პატიმრობა შეეფარდა

სიძემ, რომელმაც ქორწილში ცოლის ნათესავების ცემა დაუკვეთა, მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა. სისხლიან დაპირისპირებაში 20-დე პირი მონაწილეობდა, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცველებს 2 დაკავებულის გარდა გამოკითხულიც კი არავინ ჰყავს. ნაცემების ოჯახის წევრები პოლიციას დანაშაულის ჩაფარცხვაში ადანაშაულებენ.

ნოდარ მამედოვსა და მის თანმხლევ პირებს ჯერ წვეულებაზე დაუპირისპირდნენ, გაქცეულებს არმატურით დაედევნენ და 50 წლამდე კაცი სიკვდილის პირას მიიყვანეს. სასტიკად გაუსწორდნენ მის 30 წლის ძმისშვილსაც.

ირკვევა, რომ ნოდარ მამედოვი პატარძლის ბიძაა, თუმცა რატომ გაიმეტეს ის და მისი ოჯახის წევრები უცნობია.

პოლიციამ სიძე და მისი ძმა 4 დღიანი დუმილის შემდეგ დააკავა. ჯაბულ და შოთა მუსტაფაევები, გარდაბნის რაიონული სამმართველოდან რუსთავის დროებითი დაკავების იზოლატორში არიან მიოთავსებულები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა