რა ქონებას ფლობენ მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები საქართველოში და საზღვარგარეთ (ვიდეო)
როგორც ცნობილია, ყვარელში სააკაშვილის საკუთრება - ჯამში 8 635 კვ.მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთები და სახლია. ამასთან, მიწის ნაკვეთებს ყვარელში ფლობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია. გიული ალასანიამ 1 898 კვ მეტრ მიწაში 2 ათასი ლარი გადაიხადა, ანუ ერთ კვადრატში დაახლოებით 1.05 თეთრი.
სარგებლობდა თუ არა შვილის პრეზიდენტობის დროს მისი თანამდებობით, გიული ალასანია ასე პასუხობს: „არანაირად, პირიქით ძალიან დაჩაგრულები ვიყავით ოჯახის წევრები სწორედ იმის გამო, რომ მისი ოჯახის წევრები ვიყავით".
ამასთან, ცნობილია გიული ალასანიას მფლობელობაში არსებული „საქართველოს უნივერსიტეტისთვის“ ქონების გადაცემის საკითხიც.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვიდეოში