თეგებით ძიება

"ფეხი ხომ სამსახურისთვის მოვიტეხე, თქვენთვის ბებიის გარდაცვალება უნდა მეთქვა" - ლიკლიკაზე სახალისო ისტორიას წერს

ჟურნალისტი, დავით ლიკლიკაზე სტუდენტზე სახალისო ისტორიას წერს:

"სტუდენტი მწერს ფეხი მოვიტეხე და ბატონო დათო შაბათს ვერ მოვალო. ცხადია გავათავისუფლე და მალე გამოჯანმრთელება ვუსურვე. მაგრამ ისე მალეც არ მისურვებია, რომ სრულიად საღსალამათი კვირას დამადგა თავზე.
-როგორ? რანაირად?
-რა როგორ?
- ფეხი ხომ მოიტეხეთ?
- ვაიმე ასე გითხარით? მაპატიეთ ამერია. ფეხი ხომ სამსახურისთვის მოვიტეხე, თქვენთვის ბებიის გარდაცვალება უნდა მეთქვა.
ორივე ძალიან შევწუხდით, რადგან იძულებულია დღეს სამსახურში გავიდეს, არადა ერთი კვირით ეგონა თავი გათავისუფლებული", - წერს ლიკლიკაძე.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა