თეგებით ძიება

"დაუფარავად მიდის სააკაშვილის გვერდზე გაწევის და მისი ციხეში ჩატოვების პროცესი" - დავით ქართველიშვილი

ექსპერტის, დავით ქართველიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამდეც ჩანდა, რომ ის ოპოზიციას ვეღარ აკონტროლებდა.

„შუალედური დასკვნების გაკეთება უკვე ამ ეტაპზეც შეგვიძლია. თემურ ალასანიას გაქცევა საქართველოდან - პირველი ზარი იყო. მეორე ზარი - ნიკა გვარამიას ეკუთვნის, რომელმაც მიშისტების ყველაზე აგრესიულ ფრთას სიძულვილის ენა დაუწუნა და ბელადისადმი „სუიციდურად“ განწყობილი ყველაზე ფანატიკური სეგმენტის პარტიიდან გადინების პროცესს ხელი შეუწყო. ამის შემდეგ, უკვე კეზერაშვილმა აიღო თავის თავზე ოპოზიციის დეფაქტო ლიდერობა. დაუფარავად მიდის სააკაშვილის გვერდზე გაწევის და მისი ციხეში ჩატოვების პროცესი.

სააკაშვილის ჩამოსვლამდეც ჩანდა, რომ ის ოპოზიციას ვეღარ აკონტროლებდა და მის სამარცხვინო, კლინიკური სურათის მქონე სასამართლო პროცესებიდანაც კარგად გამოჩნდა - ციხიდან მით უმეტეს, ის პოლიტიკური ამინდის შექმნას ვერ ახერხებს, და მელიას ჩანაწერმა ეს დაადასტურა. როგორც ჩანს, კეზერაშვილმა მოსთხოვა ოპოზიციას, არა მხოლოდ ნაცმოძრაობას - გირჩს, ელენე ხოშტარიას და სხვა პარტიებს, ღიად გაემიჯნონ ბალასტად გადაქცეულ სააკაშვილს. მართალია, ჯერ ღია განცხადებები არ გაუკეთებიათ, თუმცა პროცესი უკვე დაწყებულია და მელიას ჩანაწერიც ამას ადასტურებს. სააკაშვილის მიმართ, რომელიც მოწყვეტილი სახელურის გარეშე დარჩენილ ჩემოდანს დაემსგავსა, რომლის თრევაც გაუძნელდათ და გადასაგდებადაც ვერ იმეტებდნენ - სექტის განაჩენი გამოტანილია“, - წერს დავით ქართველიშვილი.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა