თეგებით ძიება

ასეთი რამ არ მომხდარა... ნივთები იყო არეული - გიორგი სანაიას ყოფილი ცოლის პირველი კომენტარი

ჟურნალისტ გიორგი სანაიას ყოფილი მეუღლის სახლი გატეხეს. როგორც ხათუნა ჩხაიძე აცხადებს, ფაქტის შესახებ მას შეატყობინეს მეზობლებმა, რომლებსაც სახლის კარი ღია დახვდათ.

"ფორმულასთან" საუბარში ჩხაიძემ განმარტა, რომ მას ბინაში არეულობა დახვდა, ხოლო წაღებულია თუ არა სახლიდან რამე, ჯერჯერობით, არ იცის.

"შემატყობინეს, რომ ჩემი სახლის კარები იყო ღია. აღმოჩნდა რომ პოლიციელებიც უკვე მოსულები იყვნენ. გარედან გასაღების ადგილი იყო ჩაკეტილი. შიგნით, სახლში ნივთები იყო არეული. ზოგიერთი უჯრა იყო არეული, ზოგი კი ხელუხლებელი. რამე წაიღეს თუ არა ჯერ არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანს დაკარგული სახლიდან. ვინ იყო შემოსული და რა მიზნით ჩემთვის უცნობია. ასეთი რამ არ მომხდარა, პირველი შემთხვევაა და ძალიან გაკვირვებული. მინდა ჩატარდეს გამოძიება და დაადგინონ ვინ იყო შემოსული. შეიძლება რამდენიმე პირიც იყო შემოსული", - განაცხადა ჩხაიძემ.

აღსანიშნავია, რომ 27 იანვარს ვახო სანაიას ეთერში საქმის ოქროს მოწმემ რეზონანსული განცხადებები გააკეთა. კონსტანტინე ციხისთავმა ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა, მაშინდელმა შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბაკურაძემ და შოთა ჭიჭიასვილმა დაგეგმეს და შეასრულეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა