თეგებით ძიება

"საქართველოს ისტორიული სირცხვილია, როცა დამპყრობლის საამებლად ამას აკეთებ!" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში წერს:

"სინამდვილეში, ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილებას ასე სასწრაფოდ იმიტომ უწყვეტენ, რომ ჩემი წამების კომისიის შექმნასთან დაკავშირებით 50-ე ხმაა.

ივანიშვილს და "ოცნებას" ჩემი წამების დამატებითი ფაქტების გამომზეურების ცეცხლივით ეშინიათ, ვინაიდან ამას, საერთშორისო მასშტაბით, კონკრეტული, მძიმე შედეგები ექნება. არადა, თუ გვახსოვს, ადრე თვითონ ტრაბახობდნენ, თუ ხმები დააკლდათ, ჩვენ დავუმატებთო.

ახლა, წამებისა და არააამიანური მოპყრობის დასამტკიცებლად, უკვე საკმარისზე მეტი მასალაა, მათ შორის, სახალხო დამცველის კომისიამ უტყუარად დაადგინა PTSD-ს დაავადება, რაც წამების პირდაპირი შედეგია.

ამათ გაუშვეს კადრები, სადაც ცემა-ტყეპა და მიწაზე თრევა უკვე დასრულებული ჰქონდათ და აღარ მქონდა წინააღმდეგობის გაწევის ძალა, მაგრამ ეს შედარებით "მსუბუქი" კადრებიც ღიად ადასტურებს დანაშაულს. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ საქართველოს ისტორიული სირცხვილია, როცა დამპყრობლის საამებლად ამას აკეთებ!", - წერს სააკაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა