5 ივლისის საქმე - მოსამართლემ მოძალადეთა ჯგუფის წევრი დარბაზიდან გაუშვა
5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის კიდევ ერთი პირი მოსამართლემ დარბაზიდან გაუშვა. უშანგი დათუნაშვილი გაეროს ოფისთან, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობაში მონაწილეობდა.
მისმა ადვოკატმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს უთხრა, რომ ბრალდებულს ჯანმრთელობის პტობლმები აქვს, მისი მხრიდან ძალადობის დამადასტურებელი კადრები არ არსებობს, ამიტომ წინასწარი პატიმტობა გირაოთი შეეცვალა.
ადვოკატმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ ერთერთი არხის დაშავებული ჟურნალისტი, რომელზე თავდასხმისთვისაც 66 წლის კაცი დააკავეს, ამბობდა რომ მას ბრალდებულთან პრეტენზიები არ აქვს.
მოსამართლემ ადვოკატის ეს შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მოძალადეთა ჯგუფის წევრი პატიმრობიდან 3 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაუშვა.