თეგებით ძიება

30 წლის ბიჭს გულში 5 ჯერ დანა ჩაარტყა - მარნეულში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები - ალი ისმაელოვის ახლობლების ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცს გულის არეში 5 -ჯერ აქვს დანა ჩარტყმული.

ერთ-ერთი ვერსიით, 17 წლის მოზარდი ნასვამ მდგომარეობაში იყო, რა დროსაც ნაცნობთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, კონფლიქტი კი მკვლელობით დასრულდა.

"სასიკვდილო ჭრილობები გულის არეში მიაყენეს, ბიჭს დანა ზურგიდან დაარტყეს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზიუ არ ვიცი. ძალიან კარგი, მშრომელი ბიჭი იყო, ცოილი რამდენიმე თვის წინ მოიყვანა, პატარა ჰყავთ"- აცხადებს მოკლულის ახლობელი.

ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებული და გარდაცვლილი ერთ უბანში ცხოვრობდნენ. შემზარავი ფაქტი მარნეულში გუშინ მოხდა. ახალგაზრდა კაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში გადაასვენეს.


წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა