თეგებით ძიება

"სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გავხდი" - რას წერს 15 წლის გოგო

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება:

"დიდი ხანია, თქვენს გვერდს თვალს ვადევნებ, თუმცა არასდროს მეგონა, მსგავსი რამ მეც თუ გადამხდებოდა...

15 წლის ვარ და გუშინ პირველად გავხდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, აპლიკაციაში ბურას ვთამაშობდი და ვიღაც ამაზრზენ კაცთან მომიწია თამაში. საშინელ რაღაცებს მწერდა. არ მიპასუხია, რა თქმა უნდა ,ან რა უნდა მეთქვა საერთოდ? მესიჯები რომ წავიკითხე, ადგილზე გავიყინე, უკონტროლოდ მომდიოდა ცრემლები და ვკანკალებდი. არასდროს მეგონა, რომ მსგავსი მესიჯი ასე იმოქმედებდა ჩემზე, მაგრამ ფაქტია, რომ ფსიქოლოგიურად და ემოციურად ძალიან ცუდად ვარ. სახელის და ფოტოს გარდა არაფერი ვიცოდი, მაგრამ ორ საათზე მეტი ძებნის შემდეგ მაინც ვიპოვე, ვინ იყო ის არაკაცი.

რა თქმა უნდა, არ მიმიწერია, თუმცა მეყო ძალა, რომ არ გავჩუმებულიყავი. მშობლებს ვერ ვუთხარი, მაგრამ ჩემს ძმას, რომლის იმედიც ყველაზე მეტად მაქვს ცხოვრებაში, დეტალურად მოვუყევი ყველაფერი. მამშვიდებდა,რა თქმა უნდა, იმ ბიჭს მე მივხედავო. არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ ფაქტია, რომ ნამდვილად დამამშვიდა მისმა სიტყვებმა.

მოკლედ, თქვენ ყველანი ძალიან ძლიერები ხართ ვინც მსგავსი რამ გადაიტანეთ, ბევრმა კი უარესიც... ამ ფაქტმა ბოლომდე შემაზიზღა კაცები, ყველა, აბსოლუტურად ყველა, მათ გარდა, ვინც გვერდში დამიდგა.

მადლობაა ყველას, ვინც წაიკითხეთ, უბრალოდ ძალიან მინდოდა ვინმესთვის მეთქვა ეს ამბავი".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა