თეგებით ძიება

9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი

ოჯახის წევრის შესახებ, რომელიც ავადაა, კარგ სიახლეს შეიტყობთ. მოგზაურობისას სასიამოვნო დროს გაატარებთ საყვარელ ადამიანთან ერთად. მოსალოდნელია ფინანსურად გაძლიერება, აქციების სწორი მართვის წყალობით. მნიშვნელოვანი შეხვედრის გამოტოვებით უხერხული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდებით. სადავო ქონების საკითხზე დავა თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. მთელი ენერგიით დაიწყებთ სამუშაოს შესრულებას. პლანეტების განლაგება სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატებას მოგიტანთ.

კურო

სასიამოვნო ახალი ამბები აგიმაღლებთ განწყობას. ვარსკვლავების განლაგება ხელსაყრელია, სამოგზაურო მარშრუტის დასაგეგმად. ფორმის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით. მოსალოდნელია ფინანსების გაზრდა, შემოსავლის სხვა წყაროების მოძიებით. სამუშაო სივრცეში ადამინების დახმარება ხელს შეუწყობს თქვენ ინტერესს და განვითარებას.

ტყუპები

ოჯახთან ერთად მოგზაურობა სახალისო თავგადასავალს მოგიტანთ. სამუშაოს შესრულების მაღალი ხარისხი თქვენ რეპუტაციას გაზრდის. ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის გაუმჯობესების წინაპირობაა. მოსალოდნელია სადავო ქონებაზე განაჩენი თქვენ სასიკეთოდ გადაწყდეს. ვარსკვლავების განლაგება დაგეხმარებათ, რომ სწორი შთაბეჭდილება მოახდინოთ პროფესიული და აკადემიური კუთხით მნიშვნელოვან ადამიანებზე.

კირჩხიბი


ყველა რთული პრობლემის გადაწყვეტის მარტივ გამოსავალს ნახავთ. პროფესიულ საქმიანობაში თქვენი შეტანილი წვლილი პროექტის წარმატების წინაპირობა გახდება. ვინც დაინტერესებული ხართ ქონების შესყიდვით, შეძლებთ დაბალ ფასად შეძენას. პლანეტების განლაგება გაძლევთ შესაძლებლობას, გადადგათ ნაბიჯი და დაიწყოთ კარიერული წინსვლა. ეგზოტიკური გარემო თქვენთვის დასასვენებლად იდეალური ადგილია.

ლომი

ნაცნობი ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემა თქვენ განწყობაზე უარყოფითად აისახება. კარგი დროა დიდი ხნის წინ დაგეგმილი მოგზაურობის განსახორციელებლად. ქონებრივი საკითხი მშვიდობიანი გზით გადაწყდება. მოსალოდნელია შესანიშნავი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა. თქვენი იდეები და გეგმები სამსახურში განხორციელდება, რაც თქვენს პროფესიულ რეპუტაციას გაზრდის.

ქალწული

ნივთების იმპულსური ყიდვისას მოსალოდნელია ხარჯების გადაჭარბება. დიდ შთაბეჭდილებას მოახდენთ ადამიანებზე და დაიწყებთ კარიერულ წინსვლას. ქონებრივ საკითხში მოსალოდნელია არახელსაყრელი გადაწყვეტილება, თუმცა მოახერხებთ ფინანსურად სტაბილური შემოსავლის მოძიებას. დღეს სასიამოვნოდ გაგილამაზებენ ადამიანები სახლში და სამსახურში. პლანეტების განლაგება დაგეხმარებათ რომანტიკული ქმედებების წარმატებით განხორციელებაში.

სასწორი

დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად მიიღეთ ყველა სიფრთხილის ზომა. მოსალოდნელია ოჯახურმა პრობლემებმა გავლენა იქონიოს თქვენს ემოციურ ფონზე. განტვირთვის მიზნით დატკბით ბუნების სილამაზით და დაათვალიერეთ ღირსშესანიშნავი ადგილები. კარიერული კუთხით სწორი მიმართულება გაქვთ არჩეული. მოულოდნელი წყაროდან შემოსავალი თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააძლიერებს.

მორიელი


მოსალოდნელი გარიგება, დადებითად აისახება თქვეს შემოსავალზე. მოსალოდნელია საზღვარგარეთ გამგზავრება სწავლის ან კარიერული წინსვლის მიზნით. მეორე ნახევრის მხრიდან გულგრილობა თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს ქმედება არ არის მიზანმიმართული. ფინანსური კუთხით სტაბილურობას შეინარჩუნებთ. კარიერულ სფეროში განხორციელებული იდეები თქვენს შემოსავალს გაზრდის.

მშვილდოსანი

საინტერესო დღეს გაატარებთ ნათესავებთან ან მეგობრებთან ვიზიტის დროს. დაავადების შემთხვევაში გამოჯანმრთელების მაღალი შანსია. ბიზნეს სფეროში ახალი წამოწყება წარმატებული აღმოჩნდება. თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაძლიერდება. მოგზაურობა, რომელიც დასვენების მიზნით დაგეგმეთ, დადებითი ემოციით აგავსებთ. უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით განაგრძობთ სწავლას.

თხის რქა

ძველმა დაავადებებმა შესაძლოა, თავი შეგახსენოთ. განხორციელებული ინვესტიცია დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცევა. პროფესიონალური კუთხით შეძლებთ პოზიტიური ნაბიჯების გადადგმას. ვარსკვლავების განლაგება საინტერესო თავგადასავალს განაპირობებს. მოსალოდნელია ქორწინების წინადადება მიიღოთ თქვენთვის საყვარელი ადამიანის მხრიდან.


მერწყული
მოტივაციის ასამაღლებლად კარგია დაკავდეთ ფიტნესით. მოსალოდნელია სამუშაო დროულად ვერ შეასრულოთ და დაჯარიმდეთ. კარგია მეგობართან ერთად წახვიდეთ სასეირნოდ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. სასიყვარულო ურთიერთობები დადებითად ვითარდება, თქვენ მიერ განხორციელებული ქმედებების წყალობით.

თევზები

მხიარული დღე გელით, ოჯახის დადებითი აურა თქვენს განწყობაზეც აისახება. მოსალოდნელია ფინანსური კუთხით შემოსავლის ზრდა მოულოდნელი წყაროების მხრიდან. დღეს ვარსკვლავები თქვენს რომანტიკულ განწყობაზე იზრუნებენ და წინ გელით საინტერესო ვახშამი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა