თეგებით ძიება

ირაკლი ოქრუაშვილმა "რუსთავი 2-ის" საქმეზე დავა შეწყვიტა

"რუსთავი 2-ის" საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილმა დავა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მოსამართლემ მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ბოლოს ადვოკატები ხელახალი ექსპერტიზების დანიშვნას მოითხოვდნენ, თუმცა ეს მოთხოვნა მოსამართლემ არ გაითვალისწინა. ამის პასუხად დღეს უკვე ადვოკატებმა დავის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს.

"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველის პაატა სალიას თქმით, თუ ირაკლი ოქრუაშვილი დავას ევროპაში განაგრძობს დაცვის მხარე შესაბამის პასუხს ყველა სასამართლოს წინაშე გასცემს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა