10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
შესანიშნავი დღეა პოზიციის შესაცვლელად. მნიშვნელოვანია სწორი ხაზის გავლება პროფესიულ საქმიანობასა და პერსონალურ ამბიციას შორის. დროა ლიდერის როლი აიღოთ საკუთარ თავზე. დღეს მთავარი აქცენტი უნდა გააკეთოთ თანამშრომლობასა და გუნდურობაზე. ადამიანები აფასებენ თქვენ კეთილ გულსა და განხორციელებულ ქმედებებს. მოემზადეთ ქარიშხლიანი რომანისთვის, რადგან სიყვარული ჰაერში ტრიალებს.
კურო
თქვენი პროფესიული და საჯარო იმიჯი გაუმჯობესდება მეგობრების მხარდაჭერით. კარიერული წინსვლის პერსპექტივა იზრდება თქვენი კრეატიული იდეებისა და შთამაგონებელი აზრების საშუალებით. ნუ აიღებთ ყველა ვალდებულებას საკუთარ თავზე, ყველაფერი შესაძლოა იმაზე რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ტყუპები
ვარსკვლავების განლაგება ხელსაყრელია ახალი იდეების განსახორციელებლად. ეწვიეთ ბიბლიოთეკას, წიგნების მაღაზიას ან ჩაეწერეთ საინტერესო სასწავლო პროგრამააში. იყავით მომთმენი და არ აყვეთ ემოციებს. წარსულის მოგონებები თავს შეგახსენებენ. ახალი შემოსავლის წყაროები თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გაამყარებს.
კირჩხიბი
დღეს დახვეწილი დღეა, მოგიწევთ დაიცვათ კონფიდენციალურობა და კონფლიქტი მშვიდად მოაგვაროთ. დატვირთული გრაფიკი ნელ-ნელა შემსუბუქდება. დროა, რომ გადახედოთ ყველა თქვენ ურთიერთობას. გათავისუფლდით წარსულის მოგონებებისგან, რომ დასახოთ სამომავლო გეგმები.
ლომი
მოსალოდნელია, ახალი პარტნიორობის დაწყებისას გამბედაობა არ გეყოთ და ნაბიჯი უკან გადადგათ. ისაუბრეთ თქვენ გეგმებზე, მოლოდინსა და სამომავლო მიზნებზე თანამშრომლებთან და მეგობრებთან, რომ თავიდან აიცილოთ არასწორი წარმოდგენები. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ცხოვრება ძალიან კარგ გეგმას გიმზადებთ და დროა მიიღოთ.
ქალწული
დასვენების მიზნით კარგია დაგეგმოთ ქალაქგარეთ ვიზიტი. სამსახურში დაიმსახურებთ ქებას სამუშაოს მაღალი ხარისხით შესრულების გამო, რაც თქვენს განწობას აამაღლებს. თქვენს იდეებსა და მოსაზრებებს ყველა პატივს სცემს. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დაკავდით ფიზიკური აქტივობით.
სასწორი
დღევანელ დღეს აივსებით დადებითი ენერგეტიკით და გექნებათ ჩვეულებრივზე მაღალი ენერგია. ადამიანები, რომლებზეც ზრუნავთ, გამოიჩენენ თქვენ მიმართ მადლიერებას და მხარს დაგიჭერენ. გახსოვდეთ, რომ დღეს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ძალიან მარტივია.
მორიელი
დღევანდელი დღე მოგიტანთ ცვლილებებს. გექნებათ საშუალება თქვენი შემოქმედებითი ბუნება გამოხატოთ. დატვირთული გრაფიკის გამო, ოჯახთან ცოტა დროს გაატარებთ. საინტერესო დასვენება კარგ განწყობას შეგიქმნით. ფინანსური კუთხით თქვენი მდგომარეობა დასტაბილურდება.
მშვილდოსანი
ახალი შესაძლებლობების ძიების და გამოცდილების მიღების დღეა. ფოკუსირება მოახდინეთ საკუთარ მიზნებსა და სურვილებზე. გაატარეთ სასიამოვნო გარემოში დრო. ისაუბრეთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, ეს თქვენ სიამოვნებას მოგიტანთ.
თხის რქა
ფინანსური კუთხით გამოჩნდება ახალი შემოსავლის წყარო. საქმიანი შეხვედრები და პროფესიული მოგზაურობა გაზრდის თქვენს შემოსავალს. დაძაბულობის გამომწვევი ქონებრივი საკითხები მშვიდობიანი გზით მოგვარდება. გამორიცხული არა არის ქალაქგარეთ მოგზაურობა.
მერწყული
თქვენი დიპლომატიური ხასიათი დაგეხმარებათ ადამიანებს დაუმეგობრდეთ და მათი დადებითი განწყობა მოიპოვოთ. თქვენი ენერგიის დონე საგრძნობლად მატულობს. მიაღწევთ მიზნებს როგორც პირად, ასევე პროფესიულ ფრონტზე. ადამიანი, რომელიც ფარულად გიყვართ, სავარაუდოდ, გულგრილი არ არის თქვენ მიმართ.
თევზები
მიმდინარე საქმეები არა არის ადვილი, მაგრამ მნიშვნელოვანია ენდოთ თქვენს ინტუიციას. ყველაფერი გააკეთეთ გრძელვადიანი ბედნიერების მისაღებად და ახალი კონტაქტების დასამყარებლად. რომანტიკული ურთიერთობა თქვენი ინიციატივით დაიწყება.