„როგორ ვერ ხვდება ეს უბედური, რომ თავისიანებმა საბოლოოდ გაწირეს“ – თეიმურაზ ქორიძე მიხეილ სააკაშვილზე
პუბლიცისტი, თეიმურაზ ქორიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მომხდარ მოვლენებს ეხმაურება.
„გულწრფელად რომ ვთქვა, დღეს პირველად შემებრალა სააკაშვილი – უკრაინის ჰიმნი რომ „იმღერა“, უკრაინის დროშა რომ თავდაყირა ეჭირა და ბოლოს, თაკო ჩარკვიანის დასაცავი რომ გახდა! როგორ ვერ ხვდება ეს უბედური, რომ თავისიანებმა საბოლოოდ გაწირეს“ – წერს ქორიძე.