თეგებით ძიება

პენსიონერებს ექნებათ შესაძლებლობა, პენსია სხვა ბანკშიც აიღონ - ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საპენსიო სესხების საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის შედეგებსა და პირობებზე ისაუბრა.

„ჩემი გუნდი და მათ შორის ოპოზიციაც იღვწოდა, რომ პროცენტი დაწეულიყო. დაახლოებით 26 პროცენტის ფარგლებში არის ეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პენსიონერებს იმ შემთხვევაში, თუ მოუნდებათ პენსიის აღება სხვა ბანკში, აქვთ ამის შესაძლებლობა და ეს იყო ხელშეკრულებაშიც. ეს პოპულიზმი მაინც ვერ მოიშალა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა. ხელშეკრულებაში დავტოვეთ, რომ საკომისიოების გარეშე მოხდება თანხების გატანა-გამოტანა, გადარიცხვა, მათ შორის ოვარდრაფტის ნაწილშიც ესეც 26 პროცენტის ფარგლებში იქნება.

ხელშეკრულებაში ასევე წერია, რომ პირს სხვა ბანკში თუ მოუნდება პენსიის აღება, შეუძლია, განცხადება დაწეროს ლიბერთი ბანკში და ჩაურიცხავენ სხვა ბანკში უპრობლემოდ. 6 თვის შემდეგ შეუძლიათ ისევ გააგრძელონ“, – განაცხადა ზარქუამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა