თეგებით ძიება
13. 02. 2022 COVID - 19

კორონავირუსით საქართველოში კიდევ 40 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა?

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 623 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 40 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში ჩატარდა 46 425 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 163, „პისიარ“-ტესტით – 20 262.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,84%, ბოლო 14 დღის – 31,66%, ბოლო 7 დღის – 32,85%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 454 065 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 248 242გამოჯანმრთელდა, 15 556 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 774 755 აცრა, დღიურად აცრილია 2 089.

კარანტინის რეჟიმშია 21, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 123 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 581 პირი.

12 თებერვლს, საქართველოში კორონავირუსის 20 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 48 468 პაციენტი, გარდაიცვალა 57.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა