"თებერვალი, ალბათ, საკმაოდ საყურადღებო იქნება და შეიძლება, დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს“ - მაკა ბულეიშვილი
ჯანდაცვის ექსპერტი, მაკა ბულეიშვილი „იმედის“ ეთერში საქართველოში არსებული მძიმე ეპიდვითარების შესახებ საუბრობს.
"ბოლო რამდენიმე დღეა, განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების დაინფიცირების შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ, შედარებით, მომართვიანობა გაზრდილია. არის რეინფიცირების ძალიან ბევრი ფაქტი, რომელიც 3-6 თვის წინ გადატანილი კოვიდის ფონზე ფიქსირდება. ბოლო პერიოდში, რამდენიმე შემთხვევაცაა, როდესაც ადამიანმა სულ 1 თვის წინ გადაიტანა და დაამარცხა კორონავირუსი. თებერვალი, ალბათ, საკმაოდ საყურადღებო იქნება და შეიძლება, დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს“, - განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.