თეგებით ძიება
14. 02. 2022 COVID - 19

ადამიანს "ომიკრონის" ერთი ვარიანტის შემდეგ ერთ თვეში შეიძლება "ომიკრონის" მეორე ვარიანტი დაემართოს - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ "ომიკრონის" შემთხვევების შედარებით შემცირების მიუხედავად საფრთხე მაინც არსებობს.

"საფრთხე ჯერჯერობით ისევ არის. პიკი ალბათ უკვე გადავლილია, თუმცა იმისი რისკი, რომ ეს აუცრელ ადამიანებში შეიძლება წავიდეს მძიმედ მაინც არის. მოვუწოდებ ყველას სიფრთხილისაკენ და რაც მთავარია, აცრებისაკენ. სამწუხაროდ, აღწერილია შემთხვევები, როდესაც "ომიკრონის" ერთი ვარიანტის შემდეგ ერთ თვეში შეიძლება "ომიკრონის" მეორე ვარიანტი დაემართოს," - განაცხადა იმნაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა