თეგებით ძიება
14. 02. 2022 COVID - 19

„ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონიდან“ „ომიკრონით“ რეინფიცირების ჯერ არც ერთი შემთხვევა არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული.

მისივე თქმით, არსებობს კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება.

ამირან გამყრელიძემ ისაუბრა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზის გაკეთების აუცილებლობას. მისი თქმით, კვლევის თანახმად, ბუსტერი სერიოზულად იცავს პირს ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა